logo
ENG



ზელენსკი: გვინდა, საჰაერო კოალიცია შევქმნათ, ახლო მომავალში გადაწყვეტილებას მივიღებთ

15 მაი 202316:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/15/ckhey9m6pi9fa9h.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას საჰაერო კოალიციის შექმნა სურს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული.

ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ცას. თქვენ იცით ამის შესახებ. გვინდა, საჰაერო კოალიცია შევქმნათ. და მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. მალე მოისმენთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

სუნაკი ამბობს, რომ ბრიტანეთი კოალიციის წევრი იქნება და უკრაინას მხარს დაუჭერს. მისი თქმით, თვითმფრინავების საბრძოლო პოტენციალის განვითარება მნიშვნელოვანია და ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მალე დაიწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდა. მანამდე, ზელენსკი პარიზში, ბერლინსა და რომში იმყოფებოდა, სადაც ქვეყენის ლიდერებთან გამართა შეხვედრები.


close დახურვა