logo
ENG



ზელენსკი: გთავაზობთ ახალი კავშირის, U24-ის შექმნას, რომელიც მყისიერად მოგვაწვდის დახმარებას

16 მარ 202218:30
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: გთავაზობთ ახალი კავშირის, U24-ის შექმნას, რომელიც მყისიერად მოგვაწვდის დახმარებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს არსებული ინსტიტუტებმა უკრაინას ომი ვერ ააცილეს და ისინი ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას. 

ამიტომ ზელენსკიმ პარტნიორებს ახალი ალიანსის U24-ის შექმნის ინიციატივით მიმართა.

ზელენსკის თქმით ამ გაერთიანებაში შემავალი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნები ომში მყოფ უკრაინას 24 საათის განმავლობაში საჭიროებების შესაბამისად მყისიერად მიაწვდიან ყველა ტიპის დახმარებას და ერთად იმოქმედებენ მშვიდობის დამყარებისთვის. 

„ჩვენ უკვე გავხდით დიდი ომის საწინააღმდეგო კოალიციის წევრი, რომელიც აერთიანებს ბევრ ქვეყანას, რომლებმაც იმოქმედეს პუტინის უკრაინაში შეჭრის პასუხად, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გაგრძელება და მეტის გაკეთება.

ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ხელსაწყოები, რომ მყისიერად ვუპასუხოთ და შევაჩეროთ სრულმასშტაბიანი რუსული შეჭრა უკრაინაში, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. სამართლიანი იქნებოდა ეს შეჭრა თუ 1 დღეში დასრულდებოდა და 24 საათში ბოროტება მყისიერად დაისჯებოდა.

დღეს მსოფლიოს არ აქვს ასეთი ხელსაწყოები. წარსულის ომებმა ბიძგი მისცა ჩვენს წინაპრებს, რომ შეექმნათ ისეთი ინსტიტუტები, რომლებსაც ომისგან უნდა დავეცავით, მაგრამ ისინი სამწუხაროდ არ მუშაობენ. ამას ჩვენც ვხედავთ და თქვენც. ჩვენ გვჭირდება ახალი ინსტიტუტები, ახალი ალიანსები და ჩვენ მათ გთავაზობთ.

ჩვენ გთავაზობთ ახალი, მშვიდობისთვის გაერთიანებულთა ასოციაციის შექმნას U24-ს. პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნების კავშირს, რომელსაც ექნება ძალა და გონება, რომ შეაჩეროს ომი მყისიერად და მოგვაწოდოს აუცილებელი დახმარება 24 საათის მანძილზე: თუ საჭირო იქნება იარაღებიც, სანქციებიც, ჰუმანიტარული დახმარება, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსები - ყველაფერი, რაც საჭიროა მშვიდობის შესანარჩუნებლად და მყისიერად რათა გადავარჩინოთ მსოფლიო, გადავარჩინოთ სიცოცხლე.

ასეთ ალიანსს რომ ეარსება დღეს, როგორიც U24, ჩვენ ათასობით სიცოცხლეს გადავარჩენდით ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც, რომელსაც სჭირდება მშვიდობა, ვინც იტანჯება არაადამიანური ნგრევით.“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასეთი ალიანსი გამოსადეგი იქნება სხვა ადამიანური და ბუნებრივი კატასტროფებისა თუ ეპიდემიის დროს დახმარების სწრაფი მობილიზებისთვის. მან გაიხსენა კორონავირუსის პანდემიის საწყისი ეტაპი და აღნიშნა, რომ ქვეყნებს ვაქცინების მობილიზებაც კი გაუჭირდათ. 

"ამის გარდა, ეს კავშირი შეძლებს დაეხმაროს მათ, ვინც ბუნებრივი ან ადამიანის გამოწვეული კატასტროფების წინაშე აღმოჩნდება, ვინც მსხვერპლია ჰუმანიტარული კრიზისისა და ეპიდემიის წინაშე. გახსოვთ რა რთული იყო ვაქცინების მიწოდება კორონავირუსის დროს?" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 


close დახურვა