logo
ENG



ზელენსკი: გულწრფელად მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის

15 ოქტ 202213:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/0dnc7tqdcrpypgp.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ამერიკელ ხალხს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობას უხდის.

"გულწრფელად მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, უკრაინისთვის კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, 725 მილიონი დოლარის ოდენობით.

ჩვენ მივიღებთ, კერძოდ, HIMARS-სთვის და არტილერიისთვის საჭირო საბრძოლო მასალას. შესანიშნავი საჩუქარია უკრაინის დამცველთა დღისთვის! რუსი აგრესორი დამარცხდება, უკრაინა თავისუფალი იქნება!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას ითვალისწინებს.

პენტაგონის ცნობით, აშშ-მ უკრაინისთვის 2021 წლის იანვრიდან დღემდე, 18.2 მილიარდ  დოლარზე მეტი გამოყო. ამ თანხიდან, 17.6 მილიარდ დოლარზე მეტი ამერიკამ მას შემდეგ, გამოყო, რაც რუსეთი უკრაინა შეიჭრა.


close დახურვა