უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვის მიმართა.
ვიდეოჩართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩარლი ჩაპლინის ფილმი "დიდი დიქტატორი" ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა, ომის დროს უქმად არ იყვნენ.
"დროთა განმავლობაში სიძულვილი გაივლის და დიქტატორი მოკვდება", - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა ახალი ჩაპლინი, რათა დაამტკიცონ, რომ კინო არ არის მდუმარე.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ განაგრძოს ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში", - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას კანის კინოფესტივალზე ხმამაღალი ოვაციები მოჰყვა.