ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს. სახლებში, რომლებიც დაიკავეს. ქუჩებზე, ველებზე. მათ დანაღმეს ხალხის საკუთრება, მანქანები, კარები. მათ გააზრებულად გააკეთეს ყველაფერი, რომ ამ ტერიტორიებზე დაბრუნება დეოკუპაციის შემდეგ რაც შეიძლება საშიში გახადონ. რუსეთის ჯარის ქმედებების გამო, ჩვენი ტერიტორია ახლა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმულია მსოფლიოში. მე ვფიქრობ, ესეც რუსი ჯარისკაცების ომის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. მათ განზრახ გააკეთეს ყველაფერი, რომ მოეკლათ და დაესახიჩრებინათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მაშინაც კი, როცა იძულებულები გახდნენ, ჩვენი მიწა დაეტოვებინათ. შესაბამისი ბრძანების გარეშე, ამას არ გააკეთებდნე.
ზელენსკი: დეოკუპაციის შემდეგ საშიში რომ იყოს დაბრუნება, ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს
12 აპრ 202202:04
3 წუთის საკითხავი