logo
ENG



ზელენსკი: დონბასში ჯოჯოხეთია და ეს არაა გადაჭარბება

20 მაი 202202:27
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: დონბასში ჯოჯოხეთია და ეს არაა გადაჭარბება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ხარკივის გათავისუფლებას განაგრძობს, თუმცა დონბასის რეგიონში ოკუპანტები წნეხს ზრდიან. მისი თქმით დონბასში „ჯოჯოხეთია და ეს არაა გადაჭარბება“.

„სევეროდონეცკის სასტიკი და აბსოლუტურად უმიზნო დაბომბვა... 12 დაღუპული და ათობით დაჭრილი მხოლოდ 1 დღეში. სხვა ქალაქების დაბომბვა და სარაკეტო თავდასხმა, რუსეთის არმიის საჰაერო და ფრთოსანი რაკეტები." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელესნკის თქმით, დღეს რუსეთმა ჩერნიჰივის რეგიონში, ქალაქ დესნაზეც მიიტანა იერიში, სადაც განგრევებისგან გაწმენდა ახლაც მიმდინარეობს და ამ დრომდე პოულობენ დაღუპულებს.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, შეტევები არ წყდება ოდესის რეგიონსა და უკრაინის ცენტრალურ ქალაქებშიც.

„დონბასი მთლიანად განადგურებულია - ამ ყველაფერს არ აქვს და ვერ ექნება ვერანაირი სამხედრო ახსნა რუსეთისთვის. ეს არის მიზანმიმართული და კრიმინალური მცდელობა რომ მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი. გაანადგურონ რაც შეიძლება მეტი სახლი, სოციალური შენობები და საწარმოები. ეს იქნება კვალიფიცირებული უკრაინელი ხალხის გენოციდად და ამისთვის ოკუპანტები ნამდვილად წარდგებიან სასამართლოს წინაშე“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მისი თქმით, საერთაშორისო ტრიბუნალზე სამართლიანობის სრული აღდგენით დასრულდება.


close დახურვა