logo
ENG



ზელენსკი: დროებით ოკუპირებულმა ქალაქებმა უნდა იცოდნენ, უკრაინა დაბრუნდება

19 მაი 202202:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/anwzzzdqk09fngz.jpeg

ხერსონმა, მელიტოპოლმა, ბერდიანსკმა, ენერგოდარმა, მარიუპოლმა და ყველა ჩვენმა ქალაქმა და დასახლებამ, რომლებიც ოკუპაციის ქვეშაა - დროებითი ოკუპაციის ქვეშაა - უნდა იცოდნენ, რომ უკრაინა დაბრუნდება.

იმის შესახებ, რომ სახელმწიფო არავის ტოვებს და იბრუნებს იმას, რაც ეკუთვნის უკრაინას კანონით, დღეს ვისაუბრე ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით. გვახსოვს ყირიმი. და არასდროს დაგვავიწყდება არც 1944 წლის გენოციდი, რომელიც ყირიმელ თათრებს საბჭოთა ხელისუფლებამ მოუწყო, არც 2014 წელი - ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაფერ თავისუფალის განადგურების მეორე ტალღა.


close დახურვა