უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეიდან რუსეთი თითქმის მთლიანად შეიკავებს თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან.
"აშშ-მა ისაუბრა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ერთკვირიან პაუზაზე და დღეს ღამით ათვლა დაიწყო. დღე დაიწყო რეგიონებიდან მიღებული ანგარიშებით: ჩვენს ყველა ოლქში, პარასკევი ღამის შემდეგ, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მართლაც არ ყოფილა. თითქმის არცერთი. გარდა დონეცკის ოლქისა, სადაც განხორციელდა ერთი დარტყმა გაზის ინფრასტრუქტურაზე საავიაციო ბომბების გამოყენებით“.
თუმცა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი დარტყმების გადამისამართებას ლოგისტიკისა და სარკინიგზო კვანძებისკენ ახდენს.
„კერძოდ, დღეს დილით დნეპროპეტროვსკის ოლქში რაკეტა მოხვდა „უკრზალიზნიციას“ (სახელმწიფო რკინიგზის ოპერატორი) კუთვნილ ვაგონს, სპეციალურ ენერგოგენერაციის ვაგონს“, — აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ენერგეტიკული ზავის“ შენარჩუნება დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
„უკრაინა მზად არის საპასუხო თავშეკავებისთვის და დღეს ჩვენ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განგვიხორციელებია“, — თქვა ზელენსკიმ.
