უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირი ქვეყნის წევრობაზე დასკვნას რამდენიმე თვეში მოამზადებს.
როგორც ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, მას ევროკავშირის პრეზიდენტთან ურსულა ვონ დერ ლაიანთან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა.
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დასკვნა რამდენიმე თვის განმავლობაში მომზადდება. უკრაინის ხელისუფლება და ევროკომისია ინფორმირებულია არიან. ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ ერთად მივიწევთ", - წერს ზელენსკი.