logo
ENG



ზელენსკი: ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა მტკიცებულებები მომთხოვა, რომ ბუჩა დადგმული არ იყო

09 აპრ 202216:38
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა მტკიცებულებები მომთხოვა, რომ ბუჩა დადგმული არ იყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა მას მტკიცებულებები მოსთხოვა, რომ ბუჩაში ომის დანაშაულები დადგმული არ იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინული გამოცემები Evropeiskaya Pravda და Ukrainska Pravda კი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საუბარი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანზეა.

ზელენსკიმ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკოსი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მთავარი ხელისუფალია, თუმცა მისი ვინაობა არ დაასახელა. და გაიმეორა ამ პოლიტიკოსის ციტატა: „გვაჩვენე სამხილები რომ ეს არ იყო დადგმული“.

ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკოსს სურდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მისთვის სამხილები ეჩვენებინა, რომ ბუჩა ომის დანაშაულები დადგმული არ იყო. ზელენსკის თქმით, ამგვარი რიტორიკა აქამდე მხოლოდ კრემლიდან მოდიოდა.

Evropeiskaya Pravda აცხადებს, რომ უცნობია, სად მოითხოვა ორბანმა ამგვარი სამხილები. გამოცემის ინფორმაციით, ბუჩას მკვლელობების შემდეგ ოფიციალურ ბუდაპეშტსა და კიევს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა.


close დახურვა