logo
ENG



ზელენსკი: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ივნისში ველოდებით

22 მაი 202221:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/4x3cr6vj6wsc9c5.jpg

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია არის ევროპის ნაწილი და იმედოვნებს, რომ ქვეყანაში კანდიდატის სტატუსს ივნისში მიიღებს.

როგორც ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ოფიციალური წევრობის განაცხადის მისაღებად საჭიროა ბიუროკრატიული და ტექნიკური საკითხების მოგვარება, ამისათვის კი, "უკრაინას გავლენიანი ელჩები სჭირდება - ერთ-ერთი ასეთი ელჩი პოლონეთია".

"რაც შეეხება უკრაინის ევროპაში გაწევრიანებას, არავინ, ჩვენი ახლო მეგობრების [პოლონელების] გარდა, ვერ ხვდება, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია ევროკავშირშია და დიდი ხნის წინ გახდა ევროპის ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ასევე ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებლად მოხდება. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ივნისში ველოდებით", - თქვა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 18 აპრილს გადასცა


close დახურვა