უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ერდოღანთან უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზებზე ისაუბრებს.
როგორც ის აღნიშნავს, ანკარასთან დაგეგმილი დიალოგი „კონკრეტული და შინაარსიანი“ იქნება, ხოლო აშშ-ისგან მიღებული გარკვეული სიგნალები შესაძლოა დადებითად აისახოს მოლაპარაკებების დინამიკაზე.
ამასთან, ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის Rafale-ის ტიპის გამანადგურებლებისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას ითვალისწინებს.
ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მადრიდი ამზადებს უკრაინისთვის 615 მილიონი ევროს ოდენობის ახალ დახმარების პაკეტს, რომლის ნაწილი სამხედრო დახმარებას, ხოლო ნაწილი საერთაშორისო პროგრამებს - PURL-სა და SAFE-ს მოხმარდება.
