ჩემო ძვირფასო უკრაინელებო. ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს. შევეცდები ყველა საჭირო და ამავდროულად სწორი ინფორმაცია ოპერატიულად მოგაწოდოთ. ახლა ჩვენ თავს გვესხმიან. როგორც ბომბებით, ასევე ფეიკ ნიუსებით. ამიტომაც საჭიროა ვიცოდეთ მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია. დღეს რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში. პუტინს სურს დამოუკიდებელი დემოკრატიული უკრაინის ჩამოშლა. მას უნდა, დაამხოს ჩემი სამშობლო, მას უნდა დაამხოს ჩვენი უკრაინა. მოვუწოდებ უკრაინელებს და ყველა ჯარისკაცს ვიდგეთ მედგრად. ჩვენ გაუტეხელი ერი ვართ. მივმართავ ყველა უკრაინელს, რომელიც უკრაინის მიწაზეა, არ მიეცეთ პანიკას. მე ვესაუბრე ბაიდენს, შარლ მიშელს და სხვა ლიდერებს, ჩვენ ვიწყებთ ანტიპუტინურ მოძრაობას. მოვუწოდებ ყველა მსოფლიო ლიდერს აამოქმედონ ყველა სანქცია რუსეთის და პუტინის წინააღმდეგ. დიდება უკრაინას.
ზელენსკი: ვესაუბრე ბაიდენს, მიშელს და სხვა ლიდერებს, ვიწყებთ ანტიპუტინურ მოძრაობას
24 თებ 202211:17
3 წუთის საკითხავი