უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქალაქი ვინიცია დაბომბეს. ნასროლია 8 რაკეტა და განადგურებულია ქალაქის აეროპორტი.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ჩაკეტონ ცა უკრაინის თავზე.
"დახურეთ ცა უკრაინის თავზე. დახურეთ ყველა ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული ზონა. ჩვენ ადამიანები ვართ და თქვენი მოვალეობაა ადამიანების დაცვა. და თქვენ ეს შეგიძლიათ. თუ ამას არ გააკეთებთ და სულ მცირე, არ მოგვცემთ საფრენ აპარატს, რომ თავი დავიცვათ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება იქნება შესაძლებელი - თქვენ გინდათ, რომ ნელა დავიხოცოთ. ეს ასევე არის მსოფლიო პოლიტიკოსების, დასავლელი ლიდერების პასუხისმგებლობა, დღეიდან და სამუდამოდ". - თქვა ზელენსკიმ.
აშშ და NATO აცხადებენ, რომ ცის ჩაკეტვა ვერ მოხდება, ვინაიდან ეს ნიშნავს მათ ჩართვას სრულმასშტაბიან ომში.