უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმისთვის ემზადება.
"რუსეთის ფედერაცია ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დასაბომბად ემზადება. თავდასხმები, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც გასულ წელს.
უკრაინა წელს უფრო კარგად არის მომზადებული რუსეთის შესაძლო თავდასხმებისთვის, ვიდრე შარშან. ყველაფრის მიუხედავად, ზამთარი უკრაინელებისთვის მძიმე იქნება, რადგან ოკუპანტები ნაკლები რაოდენობის იარაღს არ გამოიყენებენ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმისთვის ახლა რაკეტებს აგროვებენ.