უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები იარაღს ვერ დაყრიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაქრებიან.
"იარაღს ვერ დავყრით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით. როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, ისევე როგორც ხალხი. რუსეთი განადგურებისთვის ისვრის, უკრაინა გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა, უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.