უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იყო სხვადასხვა პერიოდი და სხვადასხვა მუქარა, მაგრამ ამ ყველაფერს უკრაინამ გაუძლო.
"ისინი [რუსები] უკრაინის მიწის დაკავებას და დამონებას ცდილობდნენ. ისინი უკრაინელი ხალხის დაპყრობას და განადგურებას ცდილობდნენ. იყო სხვადასხვა პერიოდი, სხვადასხვა მუქარა. მაგრამ უკრაინამ გაუძლო. ამას ერთი მიზეზი აქვს - ჩვენი ხალხი, რომელიც სიცოცხლის უფლებისთვის იბრძვის," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები უკრაინას ტყვედ ჩაბარდებიან, ისინი ამით სიცოცხლეს შეინარჩუნებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც აგრძელებს ბრძოლას რუსეთის ჯარში ან დაქირავებულთა შორისაა, მსგავსი შესაძლებლობა არ ექნება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.