უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ცას, კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ.
რა მოხდება, როცა ჩვენი პარტნიორებისგან საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები გვექნება? ჩვენი ჯარები წინ წავლენ, კონტრშეტევა კი დაჩქარდება", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
10 ივნისს, ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან თქვა, რომ ქვეყანაში თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს.