logo
ENG



ზელენსკი: კურსკში ოპერაცია გრძელდება ისე, როგორც გათვლილი გვქონდა - დასაყრდენი ძლიერდება

18 აგვ 202412:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/18/m3yw7o9hsivi2ry.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის ოლქში ოპერაცია სწორად ისე გრძელდება, როგორც გათვლილი ჰქონდათ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების დასაყრდენი სულ უფრო ძლიერდება.

"დღეს გენერალმა სირსკიმ მაცნობა, რომ კურსკის ოლქში ჩვენი წინსვლა გრძელდება. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს. ჩვენი ყოფნის დასაყრდენი სულ უფრო ძლიერდება. მინდა ყველა სამხედროს მადლობა ვუთხრა", - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფრონტზე მებრძოლებს, რომლებსაც რუსი სამხედროები აჰყავთ ტყვედ. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია ტყვეების სამომავლო გაცვლისთვის.


close დახურვა