logo
ENG



ზელენსკი: მადლობელი ვარ, F-16-ები რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან დაცვაში დაგვეხმარებიან

10 ივლ 202419:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/10/fl8ie2od64uu18r.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, დანიასა და ნიდერლანდებს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემისთვის მადლობას უხდის. 

ზელენსკის თქმით, აღნიშნული სამხედრო დახმარება უკრაინას რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება. 

"ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის უნარი გააგრძელოს ტერორი უკრაინელი ხალხის, ქალაქებისა და თემების მიმართ, შემცირდება. 

F-16-ები ასევე გამოყენებული იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაგვეხმარებიან უკრაინელების უკეთ დაცვაში რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან, როგორიც იყო დარტყმა კიევის ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე.

ველი, რომ ჩვენი საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიცია კიდევ უფრო გაძლიერდება ახალი მონაწილეების შეერთებით. F-16-ები აახლოებენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რაც აჩვენებს, რომ ტერორი ყველგან და ნებისმიერ დროს უნდა დამარცხდეს. 

ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას ვაშინგტონში, რათა მივაღწიოთ შეთანხმებებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს", - წერს ზელენსკი X-ზე. 

დღეს ვაშინტონში მიმდინარე NATO-ს სამიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადაცემული F-16-ები გზაშია. 

"მოხარული ვარ, გაცნობით, რომ ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე მიმდინარეობს F-16-ების გადაყვანა დანიიდან და ნიდერლანდებიდან და ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაზე უკვე ამ ზაფხულში იფრენენ. უკრაინა შეძლებს რუსული აგრესიისგან საკუთარი თავის ეფექტურად დაცვას", - განაცხადა ბლინკენმა. 

 


close დახურვა