logo
ENG



ზელენსკი: მარტიდან 1 031 ადამიანი გავათავისუფლეთ რუსული ტყვეობიდან

30 ოქტ 202211:16
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: მარტიდან 1 031 ადამიანი გავათავისუფლეთ რუსული ტყვეობიდან
საქართველოს მთავრობა

დღეს ჩვენ რუსეთის ტყვეობიდან 52 ადამიანის დაბრუნება შევძელით: 50 ჩვენი მცველისა და ორი მშვიდობიანი მოქალაქის. მათ შორის არიან ეროვნული გვარდიის სამხედროები, საზღვაო ძალები, მესაზღვრეები, უშიშროების ძალები... ანდრეი ალბოვი მარიუპოლის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია, ის აზოვსტალიდან იქნა ევაკუირებული.

ვასილ ჩალენკო არის მოხალისე, დაცვის თანამშრომელი, სადაზვერვო ოცეულის მეთაური. ამ 52-ს შორის არის მეზღვაური ზმეინიდან, ასევე ეროვნული გვარდიელი, რომელიც დაატყვევეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვის დროს და SBU-ს პენსიონერი, რომელიც ოკუპანტებმა ბუჩაში აიყვანეს.

ჩვენ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა ტყვედ ჩავარდნილი გვახსოვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მათგანი დაბრუნდეს. ჩვენი გუნდი ყოველთვის მუშაობს - ესენი არიან ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, ლუბინეცი და სხვები. მთლიანობაში, მარტიდან 1 031 ადამიანი უკვე გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან. მადლობა მთელ გუნდს ამ შედეგისთვის.


close დახურვა