logo
ENG



ზელენსკი: მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია

11 იან 202315:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/dwjk47z7lbeny8k.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქროს გლობუსის დაჯილდოების მაყურებელს მიმართა და განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება.

"პირველი მსოფლიო ომის დროს, მილიონობით ადამიანი დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომმა ათასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე.

ჩვენ ამას გავაკეთებთ მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამარჯვების დღეს ყველანი ჩვენთან იქნებით. დიდება უკრაინას!", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ ოქროს გლობუსის დაჯილდოება განსაკუთრებულ დროს დაარსდა. მისი თქმით, ეს ის დრო იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, მაგრამ ვითარება შეიცვალა და მისი განცხადებით, ახლა უკვე ყველამ იცის, ვინ გაიმარჯვებს.

"ახლა 2023 წელია. ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია იცვლება. ახლა კი ცხადია, ვინ გაიმარჯვებს. წინ კიდევ იქნება ბრძოლები და ცრემლები, მაგრამ ახლაც შემიძლია ვთქვა, ვინ იყო გასულ წელს საუკეთესო. ეს თქვენ იყავით. სწორედ თქვენ, თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხი, ვინც გაერთიანდით თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ჩვენს საერთო ბრძოლაში თავისუფლებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა