logo
ENG



ზელენსკი: მიღებული იარაღი საკმარისი არაა, ვფიქრობ, ზოგიერთის გამოგზავნა დაგვიანებული იყო

10 აპრ 202215:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/t3j3cpiikkglaa4.jpeg
Evgeniy Maloletka / AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი AP-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის იარაღი რაც უკრაინამ მიიღო არაა საკმარისი, ზოგ შემთხვევაში კი დაგვიანებულიცაა.

AP-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ომში ცვლილებებისთვის მოსახდენად საკმარისია თუ არა ის იარაღი, რასაც უკრაინა ახლა იღებს, ზელენსკი პასუხობს, რომ მიღებული აღჭურვილობა საკმარისი არაა.

„ჯერ არა, რადგან ყველაფერი რაც უკვე გამოგზავნეს, ყველა ეს იარაღი, ყველა ეს აღჭურვილობა, მე ვფიქრობ ზოგიერთი ასეთი აღჭურვილობის გამოგზავნა ზედმეტად დაგვიანებული იყო, რადგან გვაქვს, მაგალითად მარიუპოლი, სადაც ათასობით ადამიანი დავკარგეთ ამ დროისთვის. და რა თქმა უნდა, ეს [აღჭურვილობა] ჯერ არაა საკმარისი.

ზოგიერთი ქვეყნისა და ლიდერისგან მე ვხედავ 100%-იან მხარდაჭერას, მე ამას ნამდვილად ვხედავ. ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა პოზიცია შეიცვალა, მაგრამ ხედავთ ამ ცვლილებების ფასს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

close დახურვა