უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან, თუ ოკუპანტი ქვეყანა 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებულ უკრაინის მიწებს დააბრუნებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა იაპონურ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ გვინდა დავუბრუნოთ ის მიწები, რაც 24 თებერვლამდე გვქონდა. მაშინ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის ნაწილია, თუმცა ახლა მთავარი ამოცანაა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიტაცებული მიწების დაბრუნება.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან დაიბრუნონ ყველა მიწა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიომ დაინახა უკრაინის შესაძლებლობები აგრესორთან წინააღმდეგობაში, დაიჯარა მისი გამარჯვება და გაერთიანდა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მოსალოდნელი გამარჯვება კი უფრო ხელშესახები გახდა.
"მსოფლიო უკრაინას სამ დღეს აძლევდა მთელი ქვეყნის რუსეთის მიერ ოკუპაციისთვის, მაგრამ ხედავთ, არა სამი, არა 30 დღე, არამედ 3 თვე გავიდა. ჩვენ გავაერთიანეთ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.