logo
ENG



ზელენსკი: მტერმა ავდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა

14 ნოე 202317:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/14/gfmsecr3ivd3jel.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ავდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა.

"უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მტერმა ავდეევკას, კუპიანსკისა და დონეცკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა.

მადლობელი ვარ ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც თავიანთ პოზიციებს იკავებენ და შეტევით ოპერაციებს არ წყვეტენ", - ამბობს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ხერსონზე შეტევას აგრძელებენ და ქალაქის ცენტრს აქტიურად ესხმიან თავს.


close დახურვა