logo
ENG



ზელენსკი: ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 F-16 თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება

22 დეკ 202318:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/22/98n0z9he1gbmipj.jpg

ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"სატელეფონო საუბარი მქონდა ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან, მარკ რუტესთან. მას მადლობა გადავუხადე ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილების გამო. [ნიდერლანდები] უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება.

ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ ჩვენს თავდაცვას და ეკონომიკას გააძლიერებს, არამედ ეს იქნება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის დემონსტრირება და შესაძლოა, ჩვენი სხვა პარტნიორები შთააგონოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღონ", - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების პრემიერთან ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილა, მათ შორის არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.


close დახურვა