logo
ENG



ზელენსკი: ოდესის გამო რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ

23 ივლ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/23/78altjod4edzu66.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მხრიდან ოდესის დაბომბვას ეხმაურება. მისი თქმით, ოდესის გამო რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ.

"რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, საცხოვრებელი კორპუსების, საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ... რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება დამარცხდება. ოდესის გამო კი რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ. ისინი იგრძნობენ შურისძიებას.

დახმარებას ვუწევთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტერაქტის შედეგად დაზარალდა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ. ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი რუსული ბოროტების დამარცხებაა საჭირო", - წერს Telegram-ზე ზელენსკი.

ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.


close დახურვა