უკრაინის პრეზიდენტი განადგურებული ქალაქების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ამის ყველა ჩამდენი აუცილებლად დაისჯება.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს:
"ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფრისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინეს. ყველაფრისთვის, რაც მათ უკრაინელ ხალხს დამართეს. ისინი პასუხს აგებენ ბუჩასთვის, კრამატორსკისთვის, ვოლნოვახასთვის, ოხტირკასთვის, ჰოსტომელისა და ბოროდიანკასთვის. იზიუმისთვის, მარიუპოლისთვის და ყველა სხვა ქალაქისა და სოფლისთვის უკრაინაში, რომელიც რუსულმა ჯარმა 80 წლით უკან დახია. ამ საშინელი პერიოდისთვის, რომელზეც მთელი მსოფლიო ამბობდა: "აღარასოდეს".
ჩადენილისთვის დაისჯება ყველა ოკუპანტი და ტერორისტი, მკვლელი და მძარცველი. ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ყველაფერი, შევაგროვოთ ყველა მტკიცებულება, რათა ყველა იმ ორკმა, რომელიც მონაწილეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაში, გენოციდში, ძარცვაში, მიიღოს დამსახურებული სასჯელი".
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომი ამ დრომდე გრძელდება. 10 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად და დევნილად იქცა. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი.