logo
ENG



ზელენსკი: ოკუპანტების მიერ გატაცებული ზოგიერთი მერი დაღუპული იპოვეს

28 მარ 202214:13
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ოკუპანტების მიერ გატაცებული ზოგიერთი მერი დაღუპული იპოვეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი მერი, რომლებიც ოკუპანტებმა გაიტაცეს, ცოცხალი აღარ არის.

"ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. ზოგიერთი მოკლეს, ზოგს ვერ ვპოულობთ, ზოგი კი უკვე ვიპოვეთ და ისინი დაღუპულები არიან", - ამბობს ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე მერი შეცვალეს. რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი, ხოლო 16 მარტს სკადოვსკის მერი, ოლექსანდრ იაკოვლევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს, რომლებიც შემდეგ გაანთავისუფლეს. 


close დახურვა