logo
ENG



ზელენსკი: ოკუპანტების მიერ ხერსონის დატოვების შესახებ ცნობები საინფორმაციო თავდასხმაა

27 ოქტ 202219:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/27/cc5en15z5vusg2f.jpeg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროების მიერ ხერსონის დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობები საინფორმაციო თავდასხმაა. ამის შესახებ მან იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვერ ვხედავ, რომ ისინი [რუსები] ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო თავდასხმაა, ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ იქ მივიდეთ და მოვხსნათ ხალხი სხვა სახიფათო მიმართულებებიდან. ისინი მზად არ არიან ხერსონის დასატოვებლად, თუმცა იციან, რომ ჩვენ თუ მივაღწევთ წარმატებას, მას არ ექნებათ გასვლის საშუალება", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხერსონიდან მოსახლეობის გაყვანა შეაფასა, როგორც "თეატრი" და აღნიშნა, რომ “ყველაზე მომზადებული ჯარისკაცები თავიანთ ადგილებზე არიან, რასაც უკრაინა ხედავს და არ სჯერა".

რუსული სამთავრობო მედია ოკუპანტების მიერ ხერსონში დანიშნულ ე.წ გუბერნატორზე, ვლადიმერ სალდოზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ხერსონში სიტუაცია სტაბილურია, საარტილერიო დაბომბვები ნაკლებად ხშირია და უკრაინული ძალები არ გადადიან კონტრშეტევაზე".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის თქმით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარების სამხრეთ ჯგუფს მეთაურობს, ილუზიას ქმნის, თითქოს რუსული ჯარები ხერსონის დატოვებას აპირებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ამის თქმა შეუძლებელია.


close დახურვა