logo
ENG



ზელენსკი: ომი უკრაინაში ჩიხში არ შესულა

04 ნოე 202319:08
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ომი უკრაინაში ჩიხში არ შესულა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ომი ჩიხში არ შესულა და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პარტნიორები მას რუსეთთან მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებენ.

"ეს არ არის ჩიხი. რუსეთი აკონტროლებს ცას. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სამხედროებზე. არავის სურს მათი ბრძოლის ველზე მიტოვება, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. როგორ დავძლიოთ ეს? უნდა დაველოდოთ სამხედროები F-16 წვრთნებს როდის დაასრულებენ. როდესაც ფრონტზე საჰაერო თავდაცვაა, არმიას წინსვლის და ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ ერთხელ უკვე გამოცადა, რა არის გაყინული კონფლიქტი, ამიტომ ამის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად მიიჩნევს ცის განბლოკვისთვის ,პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის საკითხებზე მუშაობას.

"საჭიროა რამდენიმე სამხედრო ხრიკი და გაიხსენეთ, ხარკოვის რეგიონი განთავისუფლდა. ჩვენ არ გვაქვს დათმობის უფლება. სხვა რა ალტერნატივა გვაქვს? ჩვენი სახელმწიფოს მესამედი უნდა დავთმოთ? ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. ჩვენ ვიცით, რა არის გაყინული კონფლიქტი, უკვე გამოვიტანეთ შესაბამისი დასკვნებიც. მეტი უნდა ვიმუშაოთ საჰაერო თავდაცვის პარტნიორებთან, განვბლოკოთ ცა, მივცეთ ჩვენს მებრძოლებს შეტევითი მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკის ეს განცხადება პასუხია უკრაინელი გენერლის, ვალერი ზალუჟნის Economist-თან მიცემული ინტერვიუსი, სადაც, მისი თქმით, ომი ჩიხში შევიდა და მკვეთრი გარღვევა ნაკლებ სავარაუდოა.


close დახურვა