logo
ENG



ზელენსკი: პუტინის მიზანი არა ცალკეული ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ უკრაინის განადგურებაა

08 მარ 202417:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/7ht04cu1yz7ikju.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანი არა ცალკეული ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ უკრაინის განადგურებაა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

"არ მგონია, მისი [პუტინის] სამიზნე რაიმე ტერიტორია იყოს. სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები, მოსახლეობის დაშინება, პუტინის გარემოცვის საჯარო განცხადებები მედიაში - ყველა გზავნილი მიუთითებს იმაზე, რომ მათ [რუსებს] ჯერ არ დაუსრულებიათ თავიანთი "მისია".

პუტინის მიზანი არა ცალკეული ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ უკრაინის განადგურებაა. მას არ აინტერესებს არც ერთი ტერიტორია - ქალაქი ან სოფელი, ყირიმი თუ დონბასი. ის დაინტერესებულია უკრაინის სრული განადგურებით", - ამბობს ზელენსკი.


close დახურვა