logo
ENG



ზელენსკი: პუტინის ნაწილობრივი მობილიზაცია მოულოდნელი არაა, რუსულ ჯარში ბევრი დეზერტირია

21 სექ 202219:00
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: პუტინის ნაწილობრივი მობილიზაცია მოულოდნელი არაა, რუსულ ჯარში ბევრი დეზერტირია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ პუტინმა გერმანულ გამოცემა BILD-ს უთხრა, რომ პუტინის გადაწყვეტილება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ მოულოდნელი არ არის. 

მისი თქმით, რუსეთის მმართველის განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთს "აქვს პრობლემები ოფიცრებთან და სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან".

"ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ მობილიზება გაუკეთეს კადეტებს - ბიჭებს, რომლებსაც ბრძოლა არ შეეძლოთ. ისინი დაეცნენ, მათ წვრთნებიც კი ვერ დაასრულეს. ამ ადამიანებს ბრძოლა არ შეუძლიათ. ისინი ჩვენთან მოვიდნენ და იხოცებიან. ის [პუტინი] ხედავს, რომ მისი შენაერთებიდან უბრალოდ გარბიან. მას სჭირდება მილიონების არმია, რომ ჩვენამდე მოვიდნენ. იმიტომ, რომ ის ხედავს, რომ მათი დიდი ნაწილი, ვინც მოდის, უბრალოდ გარბის". - თქვა ზელენსკიმ BILD-თან ინტერვიუში. 

CNN-მა გერმანულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა გერმანული გამოცემის რეპორტაჟი. 

"მას სურს, რომ უკრაინა სისხლში დაიხრჩოს, მათ შორის, საკუთარი ჯარისკაცების სისხლში". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

მისივე თქმით, არ უნახავს ვლადიმირ პუტინის დღევანდელი მიმართვა. 

"ეს ჩემი საყვარელი ვიდეო არ ყოფილა. არაფერი ახალი ჩემთვის". - თქვა ზელენსკიმ. 

BILD-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია ხელს ვერ შეუშლის უკრაინას, შეასრულოს თავისი გეგმები ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ვიმოქმედებთ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი გეგმების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიას". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

მისივე თქმით, კრემლის მარიონეტული მთავრობების მიერ კვირის ბოლოს დაგეგმილი რეფერენდუმები ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე "მოტყუება" იყო და რომ მთავრობების 90% არ აღიარებს მათ.

ზელესნკიმ BILD-ს ისიც უთხრა, რომ მას პუტინის მიერ ატომური იარაღის გამოყენების არ სჯერა. 

"არ მჯერა, რომ ის მას გამოიყენებს. არ მჯერა, რომ, რომ მსოფლიო მას ამ იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია, ჩავიხედოთ ადამიანის თავში, რისკები არსებობს". - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 


close დახურვა