logo
ENG



ზელენსკი: პუტინის ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება

03 ივლ 202316:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/03/e9kzupoojnhyq55.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, იშლება.

ზელენსკის თქმით, პუტინის პასუხი ვაგნერის შეიარაღებულ აჯანყებაზე სუსტი იყო. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვნახეთ პუტინის რეაქცია. ეს რეაქცია სუსტი იყო. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის [პუტინი] ყველაფერს არ აკონტროლებს. ვაგნერის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა