logo
ENG



ზელენსკი: პუტინს სურს უკრაინელებს კურსკი, 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე დაატოვებინოს

24 ნოე 202400:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/24/fyq7h1nhhvn77k8.png
President of Ukraine Office

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს სურს უკრაინელ სამხედროებს კურსკი, 20 იანვრამდე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დაატოვებინოს.

"პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კურსკის რეგიონი დაგვატოვებინოს. ყველა ეს ისტორია, ყველა სამაგალითო დარტყმა ახალი რაკეტებით - ეს უბრალოდ ისე არ ხდება. მას ეს ამოცანა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჯარების კურსკის რეგიონიდან განდევნა 20 იანვრამდე უნდა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ სიტუაციას აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ვერ აკონტროლებს", - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, კურსკის ოპერაციამ აჩვენა, რომ პუტინის რეჟიმს საკუთარი ტერიტორიების დაცვაც კი, არ შეუძლია, რადგან რუსული არმიის მთელი ძალა უკრაინის ტერიტორიაზეა გადასროლილი.


close დახურვა