logo
ENG



ზელენსკი: როგორც სახელმწიფოს, ასევე ხალხის მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ თავდაცვის ძალები

05 დეკ 202210:13
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: როგორც სახელმწიფოს, ასევე ხალხის მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ თავდაცვის ძალები

ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს ურთულეს მიმართულებებზეც კი. რამდენჯერ დაგეგმეს ოკუპანტებმა მთელი დონბასის აღება, ბახმუტში შესვლა, რამდენჯერ გამოაცხადეს წინსვლის ახალი ვადები. ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან. ახლა, როგორც სახელმწიფოს, ასევე ხალხის მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი ძალები. ვიპოვოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის მსოფლიო მასშტაბით. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში... ბიჭებო გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა!


close დახურვა