უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც თავისუფლებას სადღაც ამცირებენ, ის მთელი კაცობრიობისთვის მცირდება.
"როდესაც საფრთხე ემუქრება თავისუფლებას, ის საფრთხეს უქმნის ადამიანებს ნებისმიერ ადგილას და არა მხოლოდ იქ, სადაც ადამიანის უფლებები ნადგურდება და ადამიანებს ამცირებენ. როდესაც თავისუფლებას სადღაც ამცირებენ, ის მთელი კაცობრიობისთვის მცირდება. ამიტომ არის ეს ყველასთვის საფრთხე.
და ამიტომ ყველას სიმამაცე სჭირდება! საკმარისი გამბედაობა დავუპირისპირდეთ ტერორს და დავსაჯოთ ისინი, ვინც ავრცელებს სიკვდილსა და სიძულვილს, ვინც საფრთხეს უქმნის და ანადგურებს თავისუფლებას," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.