logo
ENG



ზელენსკი: რუსები შიმშილს თავიანთ იარაღად მიიჩნევენ

06 აპრ 202217:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/yoyoyoenloenj5o.jpeg

რუსეთმა დაიკავა ყველა ჩვენი საზღვაო პორტი გემებთან ერთად, რომლებიც ექსპორტისთვის აგრარული პროდუქციით იყო დატვირთული. რატომ აკეთებენ ამას? რადგან ისინი შიმშილს თავიანთ იარაღად მიიჩნევენ. იარაღად ჩვენ, უბრალო ხალხის წინააღმდეგ. როგორც დომინირების ინსტრუმენტს.

უკრაინა სურსათის მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ჩვენი ექსპორტის გარეშე - ეს უბრალოდ არა დეფიციტი, არამედ აფრიკისა და აზიის ათობით ქვეყანაში შიმშილის საფრთხეა. რადგანაც პროდუქციის მოცულობა ფიზიკურად არ იქნება საკმარისი და ფასები საგრძნობლად გაიზრდება. ეს ფაქტია.

 


close დახურვა