logo
ENG



ზელენსკი: რუსებს ჯერ კიდევ აქვთ წასვლის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავანადგურებთ

03 აპრ 202315:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/hlgi7p791k6u4k4.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსული ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებენ, უკრაინის არმია მათ გაანადგურებს.

"კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერორისტებს ვერ მივცემთ საშუალებას, მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კდიევ აქვთ დრო, რომ გავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურდებიან", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ზუსტად არ უთქვამს, როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ სამხედროები უკრაინის მიწის დეოკუპაციისთვის ემზადებიან.

"მომავალი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის და გამარჯვებისკენ წინსვლისთვის. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის", - ამბობს ზელენსკი.


close დახურვა