logo
ENG



ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი ყოველ ახალ ბუჩასთან ერთად ქრება

11 მაი 202217:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/11/0ugnq7m6dtfuk5c.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის სურვილი რუსეთთან მოლაპარაკებების თაობაზე „ყოველ ახალ ბუჩასთან, ახალ მარიუპოლთან ერთად ქრება“.

როგორც ზელენსკიმ საფრანგეთის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ვირტუალური მიმართვისას თქვა, კიევს ეწურება მოთმინება, გამართოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რასაც ოკუპანტების მიერ ქვეყანაში ჩადენილი სისასტიკის მზარდი მტკიცებულებები იწვევს.

"მზად ვართ, ვაწარმოოთ ეს მოლაპარაკებები, სანამ გვიან არ არის. ყოველ ახალ ბუჩასთან, ყოველ ახალ მარიუპოლთან, ყოველ ახალ ქალაქში, სადაც ათეულობით გარდაცვლილი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველი ახალი სისასტიკით, ქრება მოლაპარაკებების სურვილი და შესაძლებლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წესით ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა