logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაციის ყველა შეთავაზებულ ვარიანტს ბლოკავს

10 მაი 202222:16
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: რუსეთი აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაციის ყველა შეთავაზებულ ვარიანტს ბლოკავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული მხარე არ თანხმდება არცერთ შეთავაზებულ ვარიანტს მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით.

ეს განცხადება ზელენსკიმ მალტის პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის დროს გააკეთა.

"ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა შევძლოთ მათი [უკრაინელი სამხედროების] გადარჩენა. თუმცა რუსეთი არ გვაძლევს თანხმობას არც ერთ შეთავაზებულ ვარიანტზე", - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მარიუპოლის გასათავისუფლებლად საჭირო იარაღის რაოდენობა, ამ ეტაპზე, არ აქვთ.

"ჩვენ ვთხოვეთ პარტნიორებს საჭირო იარაღი მარიუპოლის გათავისუფლებისთვის, თუმცა მისი ზუსტი რაოდენობა, რათა გავათავისუფლოთ მარიუპოლი, ახლა არ გვაქვს", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, 1 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედროა, მათ შორის, ასობით დაჭრილია.

 


close დახურვა