logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს უკრაინელების და ევროპელების დასაშინებლად იყენებს

29 აგვ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/29/n2c24rhs3ta3aak.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინელებისა და ევროპელების დასაშინებლად იყენებს.

"შეხედეთ სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. რატომ აკეთებს რუსეთია ამას? რისთვის სჭირდება რუსეთს რადიაციული შანტაჟი? მიზანი იგივეა, აბსოლუტურად ცინიკური, გათვლილი - დააშინოს უკრაინელები, დააშინოს ევროპელები. აშანტაჟოს და აიძულოს. ეს ზეწოლა იმისთვის ხორციელდება, რომ რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდისტებმა და ჩინოსნებმა შეძლონ იმის თქმა, რომ თითქოს რუსეთი დამნაშავე არაა, რომ სხვას მოაწყო მორიგი კრიზისი, და ამ სხვაზე უნდა მოხდეს გავლენა", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "რუსეთი არის ერთადერთი ტერორისტი მსოფლიოში, რომელმაც შეძლო ატომური სადგური ბრძოლის ველად ექცია".

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა. 

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ. 

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა. 

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ. 

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, რომ შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი. 

"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს გროსი. 


close დახურვა