logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს ფაშისტური რეჟიმის, ჰიტლერის რეჟიმის ომს

18 დეკ 202215:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/18/73omyy95o0d5fwp.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს ფაშისტური რეჟიმის, ჰიტლერის რეჟიმის ომს.

"მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთი იწყებს ახალ ომს. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს ფაშისტური რეჟიმის, ჰიტლერის რეჟიმის ომს. მან დაარტყა ევროპას, მათ შორის უკრაინას, დაარტყა ინფრასტრუქტურას.

პრეზიდენტი პუტინი ისეთივე ბინძურია, როგორც ჰიტლერი. ეს ჩვენთვის სრულიად გასაგებია და ამიტომ, მზად ვართ დავიცვათ [უკრაინა]. ვფიქრობ, მსოფლიომ ერთხელ უკვე განიცადა აგრესიის ასეთი ტალღა და ვფიქრობ, მეორედ გადარჩება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში მცხოვრები თითოეული ადამიანი იცავს სახელმწიფოს, საკუთარ თავსა და ოჯახს.

"ჩვენ გავუძლებთ. ჩვენ არ გვაქვს მონობა. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული საზოგადოება. როდესაც ადამიანებს უნდათ წასვლა - უნდა წავიდნენ, მათ ამის საშუალება აქვთ. და ეს ნორმალურია", - განაცხადა ზელენსკიმ.

16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი, უკვე მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 70 საკრუიზო და 4 მართვადი საჰაერო რაკეტა გაუშვეს, აქედან 60 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.


close დახურვა