logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს

16 სექ 202212:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/jil3tjax3844i2k.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს.

"ხარკივის რეგიონში, ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. იქ უკვე დაწყებულია საჭირო საპროცესო მოქმედებები. ხვალ მეტი ინფორმაცია იქნება - მკაფიო, გადამოწმებული ინფორმაცია.

ხვალ იზიუმში უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები ჩამოვლენ. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსეთის ოკუპაციამ. ბუჩა, მარიუპოლი, ახლა სამწუხაროდ, იზიუმი... რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს რეალური პასუხი უნდა აგებინოს ამ ომისთვის. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვეს ოკუპანტებმა! მარადიული დიდება ყველას, უკრაინისთვის იბრძვის!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის ცნობით, ხარკივის ოლქში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული.


close დახურვა