logo
ENG



ზელენსკი: რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა

18 ოქტ 202214:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/28tbvd3wmhbmkn6.png
Anna Voitenko/Reuters

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით 10 ოქტომბრიდან უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა. 

"რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი ტიპი: ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. 10 ოქტომბრიდან ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რამაც გამოიწვია მასიური გამორთვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკების სივრცე არ დარჩა." - წერს ზელენსკი.

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. პუტინი აცხადებს, რომ ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცაღა დარტყმების ქვეშ საცხოვრებელი ობიექტები ხვდება. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.


close დახურვა