უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა დარტყმებმა შედეგი გამოიღო და ოკუპანტები დაასუსტა.
ზელენსკის თქმით, იერიში, რომელიც რუსების საბრძოლო მასალების საწყობებზე მიიტანეს, საკმაოდ შედეგიანი იყო.
"ძალიან დიდ შედეგს მივაღწიეთ რუსეთის ტერიტორიაზე გასული ღამის განმავლობაში და ზუსტად ასეთი ქმედებები ასუსტებს მტერს. ყველა ჯარისკაცს მადლობას ვუხდი. ასეთი სიზუსტე შთამაგონებელია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკი: რუსეთის ტერიტორიაზე გასულ ღამეს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ
19 სექ 202401:39
3 წუთის საკითხავი