logo
ENG



ზელენსკი: რუსეთის ქმედება დონბასში აშკარა გენოციდის პოლიტიკაა

27 მაი 202208:59
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: რუსეთის ქმედება დონბასში აშკარა გენოციდის პოლიტიკაა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის გაძლიერებული თავდასხმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონზე, დონბასში, აშკარა გენოციდის პოლიტიკას ასახავს.

"დონბასში ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ, შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. მათ უნდათ პოპასნაიას, ბახმუტის, ლიმანის, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის ფერფლად დაცვა ვოლნოვახას, მარიუპოლის მსგავსად", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში, დონეცკსა და ლუგანსკში, რუსული ძალები "კრებენ ყველას, ვინც შეუძლიათ, რათა შეავსონ საოკუპაციო კონტიგენტში დაღუპულთა და დაჭრილთა ადგილები".

"ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, არის რუსეთის მიერ გატარებული გენოციდის აშკარა პოლიტიკა", - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, რუსეთზე ზეწოლა სიცოცხლის გადარჩენის საკითხია და ყოველ შეფერხებას ან წინადადებას, რომელიც რუსეთის დაშოშმინებისკენაა მიმართული, კიდევ უფრო მეტი მოკლული უკრაინელი და ახალი საფრთხე მოაქვს.


close დახურვა