დღეს შეგვიძლია მოგახსენოთ რუსეთის მე-200 ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის შესახებ. ამდენი ავიაცია რუსეთს არ დაუკარგავს არც ერთი ომის დროს ბოლო ათეულობით წლის განმავლობაში. ასევე, რუსეთმა დაკარგა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი, მათგან დიდი ნაწილი ახალგაზრდა წვევამდელია. რუსეთმა დაკარგა სამი ათასზე მეტი ტანკი, ჯავშანმანქანა, დიდი რაოდენობის ჩვეულებრივი სამხედრო მანქანა, ვერტმფრენი, დრონი და ყველა თავისი პერსპექტივა, როგორც სახელმწიფომ.
და რისთვის ეს ყველაფერ? რომ დროებით ოკუპირებულ გენიჩესკში კიდევ ცოტა ხნით იდგეს ლენინის ძეგლი? არანაირი სხვა შედეგი რუსეთს არ აქვს და ვერ ექნება.