ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან რუსეთში 2 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაიყვანეს.
უკრაინის პრეზიდენტმა სეულში, კონფერენციაზე აზიური ლიდერობა ჩართვისას თქვა:
"დეპორტაცია. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს რიცხვი - 2 მილიონი ადამიანი - ჩვენი ამდენი მოქალაქე უკვე რუსეთშია გადაყვანილი. ასობით ათასი ბავშვი. ზუსტი რიცხვების თქმა ახლა არავის შეუძლია. მათ წართმეული აქვთ საშუალებები დასაკონტაქტებლად, ართმევენ დოკუმენტებს, აშინებენ და ცდილობენ, რუსეთის სხვადასხვა ნაწილში გადაანაწილონ, რომ მაქსიმალურად გაუჭირდეთ სახლებში დაბრუნება".
უკრაინული მხარე ომის დაწყებიდან მალევე ალაპარაკდა თავდამსხმელების მიერ უკრაინის მოქალაქეების გადასახლებებზე რუსეთის შორეულ რაიონებში. აგრესორმა ქვეყანამ შექმნა ე.წ ფილტრაციის ბანაკები, სადაც 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა.