logo
ENG



ზელენსკი: რუსი ტერორისტები ვერ შეძლებენ უკრაინის შეჩერებას წყლით, რაკეტებით

06 ივნ 202310:16
3 წუთის საკითხავი
clock 503
2023/06/06/i17oc25n3txzah5.jpeg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება - მისი თქმით, მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ რუსი ტერორისტები უკრაინის ტერიტორიის თითოეული კუთხიდან უნდა განდევნონ. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"რუსი ტერორისტები - კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელს მსოფლიოს, რომ ისინი უკრაინის მიწის თითოეული კუთხიდან უნდა განიდევნონ. არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ მათ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დაბრუნებას უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეძლებენ უკრაინის შეჩერებას წყლით, რაკეტებით თუ სხვა რამით", - წერს ზელენსკი.

დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".

მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.


close დახურვა